Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯო ფურლანიმ რაფა ლეაუზე ისაუბრა.
"ლეაუ მილანს ამ ზაფხულში არ დატოვებს. ბარსელონა? შანსი არაა, არავითარ შემთხვევაში. ის კლუბს არ დატოვებს 100%-ით.
ითხოვა თუ არა რაფამ წასვლა? ის კლუბიდან წასვლას არ მოითხოვს. ვფიქრობ, ჩემი მესიჯი აშკარაა, არა?" - უთხრა ფურლანიმ ესპანურ El Chiringuito-ს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონა მილანის პორტუგალიელი შემტევის შეძენით დაინტერესდა, თუმცა როსონერიში აღნიშნული ცნობა უარყვეს.
რაფა ლეაუს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები