7 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონა დარწმუნებულია, რომ დანი ოლმოს დარეგისტრირების პრობლემას მოაგვარებს.
როგორც იცით, ადგილობრივმა სასამართლომ სეზონის მეორე ნახევრისთვის ესპანელი ნახევარმცველის რეგისტრაციაზე კლუბს უარი უთხრა. ახალი განაცხადის გასაგზავნად კლუბს დრო 31 დეკემბრამდე აქვს.
გამოსავალს ბარსელონა კამპ ნოუს VIP-ადგილების კატარული კომპანიისთვის 120 მილიონ ევროდ მიყიდვაში ხედავს.
Relevo-ს ინფორმაციით, კლუბმა ლა ლიგაში უკვე გადაგზავნა კონტრაქტები, რომლებიც ორ სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმდება, საიდანაც ერთ-ერთი კატარულია. ბარსელონა დარწმუნებულია, რომ ლიგის წარმომადგენლები საბუთებს გაეცნობიან და შეთანხმებას დააკმაყოფილებენ.
როგორც იწერება, ბარსას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დუბაი სრული თავდაჯერებით დატოვა და ფიქრობს, რომ პრობლემა მოგვარებულია.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები