მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ბენფიკამ და ბარსელონამ ნამდვილი სანახაობა შექმნეს.
ესტადიო და ლუჟზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 5:4 დასრულდა.
პავლიდისის ჰეთ-ტრიკს პირველ ტაიმში ლევანდოვსკიმ თავისი გოლით უპასუხა (პენალტით) და ლისაბონელები შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობით გავიდნენ.
64-ზე რაფინიამ კურიოზული გოლი გაიტანა - მეკარე ტრუბინის მიერ მოგერიებული ბურთი მას თავში მოხვდა და პირდაპირ კარში შეფრინდა, რითაც ბარსამ ერთი ბურთი გაქვითა.
68-ზე რონალდ არაუხომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 4:2 გახადა, თუმცა ბარსელონამ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა. ლევანდოვსკიმ 78-ზე მეორე პენალტი გაიტანა, 87-ზე ერიკ გარსიამ ანგარიში გაათანაბრა, 90+6 წუთზე კი კვლავ რაფინიამ შეძლო გოლის გატანა და ბარსელონას დიდებული ქამბექი დაასრულა.
ბარსამ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა, ბენფიკა კი 10 ქულით მე-18 პოზიციაზეა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები