მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტარტი აიღო ავსტრალიის ღია პირველობამ, რომლის პირველ რაუნდშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩეხ იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდა.
ქართველი 4 სეტში (1-6, 7-6, 3-6, 3-6) დამარცხდა და გრანდ სლემს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.
ჩეხი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 48-ე პოზიციას იკავებს.
ბასილაშვილი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, სადაც მან ჰიუიტს, კაჩმაზოვსა და პასაროს აჯობა.
ავსტრალიის ღია პირველობა 26 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იტალიელი იანიკ სინერია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები