-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიან ოუფენის მე-2 წრის მატჩში კარლოს ალკარასმა იაპონელი იოჰიშიტო ნიშიოკა დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და სამ სეტში, 6:0 6:1 6:4 დასრულდა.
პირველ ორ სეტში მეტოქისთვის მხოლოდ 1 გეიმის დათმობის შემდეგ, მესამეში ალკარასი ცოტა მოეშვა და იაპონელს 4-მდე ასვლის საშუალება მისცა, თუმცა ამით იაპონელის გამოსვლა მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა.
ალკარასი ავსტრალიაში უდანაკარგო სვლას აგრძელებს და მესამე წრეში პორტუგალიელ ნუნო ბორგესს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. ჩოგბურთელები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ერთხელ, 2023 წელს ბარსელონაში შეხვდნენ და მაშინ ალკარასმა ორ სეტში შეძლო გამარჯვების მოპოვება.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის მოგებით, ალკარასს ოთხივე გრენდ სლემი ექნება მოგებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები