-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიაში სეზონის პირველი გრენდ სლემის ტურნირი დაიწყო.
პირველი წრის ბარიერი წარმატებით გადალახეს ტურნირის მთავარმა ფავორიტებმა - იანიკ სინერმა, კარლოს ალკარასმა, ალექსანდრ ზვერევმა და 10 გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც.
ყველაზე მეტ პრობლემას მოულოდნელად ნოვაკი წააწყდა, რომელმაც ვაილდ-ქარდის ამერიკელ მფლობელთან, ნიშეშ ბასავარედისთან პირველი სეტი 4:6 წააგო, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და 2 საათსა და 57 წუთში 4:6 6:3 6:4 6:2 იმარჯვა.
ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა იანიკ სინერმა ჩილელი ნიკოლას ჯერის წინააღმდეგობა სამ სეტში გატეხა, თუმცა პირველი ორი სეტის მოსაგებად ტაი-ბრეიკის თამაში დასჭირდა - 7:6 (2) 7:6 (5) 6:1 და მსოფლიოს პირველი ჩოგანი წინ მიიწევს.
კარლოს ალკარასმა ყაზახი ალექსანდერ შევჩენკო ასევე სამ სეტში 6:1 7:5 6:1 დაამარცხა და კორტზე ორ საათზე ნაკლები გაატარა.
რაც შეეხება ზვერევს, საშამ პირველ ამ ოთხეულში პირველმა ითამაშა და ფრანგი ლუკა პუის მეტოქეობა სამ სეტში ერთნაირი ანგარიშით, 6:4 6:4 6:4 დასძლია.
მომდევნო ტურში ზვერევის მეტოქე ესპანელი პედრო მარტინესი იქნება, ჯოკოვიჩი პორტუგალიელ ხაიმე ფარიას დაუპირისპირდება, სინერი ავსტრალიელ ტრისტან სქულქეითს გატესტავს, ალკარასისთვის საქმის გართულებას კი იაპონელი იოშიჰიტო ნიშიოკა შეეცდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები