მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამი მატჩი მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში შეძლო გასვლა.
დღეს გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ პირველ წრეში ბასილშვილის მეტოქე ჩეხი ჩოგბურთელი იაკუბ მენსიკი იქნება.
19 წლის მენსიკი ამჟამად რეიტინგში 49-ე პოზიციას იკავებს, წინა სეზონის მიწურულს მან შანხაის მასტერსის 1/4 ფინალში შეძლო გასვლა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან წაგებულ მატჩში პირველი სეტი მოიგო, ამ სეზონის სტარტზე კი ასევე მეოთხედფინალში ფრანგ მპეტში პერიკარდთან დამარცხდა.
ავსტრალიის ღია პირველობა 12 იანვარს გამთენიისას იწყება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები