მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
Geo Team-ის ინფორმაციით, საბა გოგლიჩიძე და რომა 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
როგორც წყაროსთვის ცნობილია, საუბარია სეზონის ბოლომდე იჯარაზე დედაქალაქურ გუნდში, სავალდებულო გამოსყიდვით. სეზონის დასრულების შემდეგ 4-წლიანი ხელშეკრულება ავტომატურად ამოქმედდება.
ახლა დარჩენილია შეთანხმება რომასა და ემპოლის შორის. როგორც იტალიურ პრესაში იწერება, დედაქალაქური კლუბი მზადაა ქართველი მცველი სეზონის ბოლოს 10 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
გოგლიჩიძის გადაბირებით იუვენტუსიც არის დაინტერესებული, თუმცა ბოლო საათებში სატრანსფერო ბრძოლაში სწორედ ჯალოროსი დაწინაურდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები