19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული გამოცემა Foot Mercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა უნდა.
პარიზელები ნაპოლის სოლიდურ თანხას და მილან შკრინიარს სთავაზობენ.
სლოვაკი მცველის ხელფასი ნაპოლიში გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე ის ახლა პსჟ-ში იღებს, ამიტომ ის პარიზელებისგან ითხოვს, რომ ხელფასში სხვაობა მათ დაუკომპენსირონ.
თავის მხრივ, ნაპოლიმ შკრინიარს პირადი კონტრაქტი უკვე შესთავაზა და მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ჩანს, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ კვარაცხელიამ ნაპოლი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები