სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის თასის მე-2 ტურში კარლსრუემ სტუმრად ოფენბახი 2:0 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში მორიგი მატჩი ბუდუ ზივზივაძემ ჩაატარა, რომელმაც 61-ე წუთზე მორიგი გოლით თამაშში ანგარიში გახსნა.
ბუდუმ მოედანზე 84 წუთი ჩაატარა, რა დროშიც 3 დარტყმიდან 1 ზუსტი ჰქონდა, ერთი არაზუსტი, ერთი კი დაბლოკილი. ჯამში ქართველი ბურთს 41-ჯერ შეეხო და 22 პასიდან 19 ზუსტად შეასრულა (86% სიზუსტე).
გამოცემა SofaScore-მ ბუდუს ამ მატჩისთვის 7.2 შეფასება დაუწერა.
კარლსრუემ ამ გამარჯვებით შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები