Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს, 24 ოქტომბერს (22:45) ინგლისის EFL (კარაბაო) თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მანჩესტერ სიტი უოტფორდს მიიღებს. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს მატჩი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან გიორგი ჩაკვეტაძე პეპ გვარდიოლას გუნდთან ითამაშებს.
უოტფორდმა ამ ეტაპზე მოსახვედრად MK დონსი (5-0) და პლიმუთი (2-0) დაამარცხა, სიტი კი ასპარეზობას პირდაპირ 1/16 ფინალიდან იწყებს.
უოტფორდმა ბოლო მატჩი ჩემპიონშიფში 21 ოქტომბერს ნორვიჩის წინააღმდეგ გამართა და 4-1 დამარცხდა. იმ შეხვედრაში წაგებული გუნდიდან გამორჩეული სწორედ ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მარტო ითამაშა და უოტფორდის ერთადერთი საფრთხეც იყო.
"საუკეთესო მოთამაშე ჩემპიონშიფში" - გულშემატკივრების კომენტარები ჩაკვეტაძეზე
სიტი კი სულ რაღაც 2 დღის წინ დაძაბულ ბრძოლაში არსენალს შეხვდა. მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ამ თამაშს შეეწირა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი როდრი, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მთელ სეზონს გამოტოვებს.
როდრის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
დიდი ალბათობით, უოტფორდთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ ერლინგ ჰალანდი და კევინ დე ბრუინი.
სიტი და უოტფორდი ბოლოს ერთმანეთს 2022 წლის აპრილში დაუპირისპირდნენ. პრემიერ ლიგის მატჩში ეტიჰადზე ქალაქელებმა მეტოქე 5-1 გაანადგურეს, იქამდე პირველ წრეში კი სტუმრად სიტიმ 1-3 იმარჯვა.
ამ მომენტისთვის გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ 13 ქულთ სატურნირო ცხრლს ერთპიროვნულად უდგას სათავეში, კლევერლის გუნდი კი ჩემპიონშიფის 8 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები