Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-6 ტურში უოტფორდი ნორვიჩთან 4-1 დამარცხდა, თუმცა წაგებული გუნდიდან გიორგი ჩაკვეტაძემ მაინც საოცრად ითამაშა და გულშემატკივრების აღფრთოვანებაც გამოიწვია.
გთავაზობთ როგორც უოტფორდის, ასევე ნორვიჩის გულშემატკივრების კომენტარებს სოციალურ ქსელში.
"ჩაკვეტაძე საუკეთესო მოთამაშეა ჩემპიონშიფში"
"საჭიროა, რომ ჩაკვეტაძეს ბურთი არ მივაღებინოთ, თამაში უფრო გაგვიადვილდება" - ნორვიჩის გულშემატკივარი
"ჩაკვეტაძე საოცარი მოთამაშეა"
"ჩაკვეტაძე შესაძლოა შობის შემდეგ პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს"
"იშვიათია ასეთი ინტენსივობა და ხარისხი მოთამაშეში, ჩაკვეტაძე ძალიან კარგია"
"ჩაკვეტაძე უკვე არის იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე იასერ ასპრილია ოდესმე ყოფილა"
"ჩაკვეტაძე ერთადერთი მოთამაშეა, რომელიც არ დანებებულა და არ დაძუნძულებს მოედანზე"
"რომ არა ნორვიჩის მცველი, იყო შანსი ჩაკვეტაძეს საუკუნის გოლი გაეტანა"
"ნამდვილად ვფიქრობ, რომ უოტფორდს სჭირდება "მატჩის მოთამაშე, რომელიც ჩაკვეტაძე არ არის" ჯილდო. ჩაკი ყოველ კვირას მატჩის საუკეთესო მოთამაშეა"
"ჩაკვეტაძე ზედმეტად კარგია აქ ყოფნისთვის. ასეთ ცუდ პერფორმანსშიც ჩანს მისი ხარისხი"
"ჩაკვეტაძე ჩვენი ერთადერთი რეალური საფრთხე იყო, მაგრამ მარტო ვერაფერი შეძლო"
"მაინტერესებს, როგორ შეხედავენ ჩაკვეტაძეს გასახდელში. მათ უნდა რცხვენოდეთ, რომ ისინი ერთ მხარეს იყვნენ და მას გვერდში არ დაუდგნენ"
"ჩაკვეტაძის გარეშე ჩვენ ჩავიძირებით. საქმე ასე მარტივადაა. ნახეთ, როგორ გავყიდით მას იანვარში"
"ეს იყო ჩაკვეტაძე ნორვიჩის წინააღმდეგ"
"უოტფორდის მიერ გიორგი ჩაკვეტაძის 2 მილიონ ფუნტად შეძენა შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვა იყოს. ექსტრაორდინალური ფეხბურთელია"
"ამ სეზონისთვის მიზნები შემდეგი უნდა იყოს: გავარკვიოთ რომელი მოთამაშეები არიან მენტალურად და შესაძლებლობებით მზად ჩემპიონშიფისთვის. მაქსიმალური ფული მივიღოთ ჩაკვეტაძეში, როცა ის წავა, არ გავვარდეთ და ვნახოთ როგორ განვითარდება კლევერლი მწვრთნელად"
"არ ვარ ის, ვინც მეტოქე მოთამაშეებს აქებს, მაგრამ ჩაკვეტაძის ყურება სიამოვნებაა და ის უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს, ვიდრე უოტფორდია, არარეალური მოთამაშეა" - ნორვიჩის გულშემატკივარი
"მათი ნომერი 8 ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო მეტოქე მოთამაშეა, ვინც ბოლო დროს მინახავს, საოცარია" - ნორვიჩის გულშემატკივარი
"ჩაკვეტაძის მასტერკლასი"
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ასეთი სახუმარო ფოტოც გამოაქვეყნა გიორგი ჩაკვეტაძის თამაშის აღსანიშნად
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები