-
Aa
+
ფონტის ზომა
უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.
24 წლის ნახევარმცველმა ინგლისური გუნდის შემადგენლობაში გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა. უოტფორდმა ქართველი ზამთარში გენტიდან გამოისყიდა.
გიორგიმ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში ამხანაგურ მატჩში უიკომბთან გოლის გატანა შეძლო.
"უოტფორდისთვის ბოლო დღეების დიდი პოზიტივია იმის ნახვა, რომ გიორგი საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა. მას გასული სეზონის ბოლო თამაშებში ტრავმა აწუხებდა და შემდეგ ევროზე წავიდა, ამიტომ პირადად მისი საუკეთესო თამაში ჯერ არ მინახავს." - უთხრა კლევერლიმ BBC Radio-ს.
ჩაკვეტაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ოთხივე მატჩში ითამაშა.
"ის არის მოთამაშე, რომელიც მომწონს - ის ჭკვიანია, კარგი პოზიციური აღმა აქვს და ბურთთან ერთადაც კარგად გამოიყურება. ჩემი საქმეა, რომ მის ძლიერ მხარეებს გოლები და საგოლე გადაცემები დავუმატო." - განაცხადა ინგლისელმა.
ჩაკვეტაძე უოტფორდთან ერთად ჩემპიონშიფის ახალ სეზონს 10 აგვისტოს მილუოლთან მატჩით იწყებს.
გ
გიორგი ლემონჯავა
კომენტარები