-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში უოტფორდმა საკუთარ მოედანზე ბრისტოლ სიტი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი შეხვედრის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. 53-ე წუთზე მასპინძლები რაიან ენდრიუსმა გაიყვანა წინ. საგოლე გადაცემა კი სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა მიითვალა.
უოტფორდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო და 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ტომ კლევერლის გუნდს 17 მატჩის შემდეგ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ჩაკვეტაძემ Sofascore-სგან ბრისტოლთან თამაშში 7.3 შეფასება დაიმსახურა. გიორგის ანგარიშზე ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები