სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში სლოვან ბრატისლავამ საკუთარ მოედანზე მილანი მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში იყო გურამ კაშია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა.
ანგარიში 21-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, აქედან 3 წუთში კი ტიგრან ბარსეგიანმა წონასწორობა აღადგინა, პირველი ტაიმი კი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმში მილანმა 3-წუთიან მონაკვეთში 2 გოლის გატანა შეძლო. 68-ე წუთზე რაფა ლეაუმ გაიყვანა წინ სტუმარი გუნდი, 71-ე წუთზე კი ტემი აბრაჰამმა გახადა სხვაობა ორბურთიანი.
88-ე წუთზე სლოვანმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო და სიტუაცია ნინო მარცელიმ დაძაბა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლები თამაში ვეღარ გადაარჩინეს.
90-ე წუთზე მარკო ტოლიჩმა ზედიზედ 2 ყვითელი ბარათი დაიმსახურა და ბრატისლავურმა გუნდმა მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა. შეხვედრაში კი მილანელებმა 2-3 გაიმარჯვეს.
5 შეხვედრის შემდეგ მილანს 9 ქულა აქვს, სლოვანი კი 0 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.
გურამ კაშიამ Sofascore-სგან 7.0 შეფასება დაიმსახურა. ქართველმა მცველმა 2 დარტყმა დაბლოკა და 5 ვარდნა გააკეთა, მან 10-დან 7 დუელი მოიგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები