სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩელსი განიხილავს ახალი მეკარის დამატებას, რომელიც რობერტ სანჩესს კონკურენციას გაუწევს. ესპანელი ამ მომენტისთვის გუნდის პირველ მეკარედ მიიჩნევა.
მიუხედავად წარსულში მამარდაშვილთან დაკავშირებისა, ჩელსი ისეთ მეკარეს ეძებს, რომელიც ფეხით თამაშში განსაკუთრებით ძლიერია.
"მესმის სხვადასხვა სახელი, მაგალითად, გიორგი მამარდაშვილი, ის კარგი მეკარეა, მაგრამ ჩელსი სხვა პროფილის მეკარეს ეძებს." - განაცხადა ფაბრიციო რომანომ.
გიორგი მამარდაშვილი Transfermarkt-ის მიხედვით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა. მისი სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.
საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ვალენსიასთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები