Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩელსიმ ვილიარეალს პირველი შეთავაზება გაუგზავნა ფილიპ იორგენსენის თაობაზე.
ლონდონელები ესპანელებს 20 მილიონ ევროს სთავაზობენ. მოთამაშესთან მოლაპარაკებები უკვე შედგა და ის ჩელსის პოტენციურ ახალ მეკარედ განიხილება ენცო მარესკას მხრიდან.
თავად 22 წლის მეკარესაც ჩელსიში გადასვლა სურს.
დანიელი იორგენსენი 2020-დან 2023 წლამდე ვილიარელის B გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი მთავარი გუნდის კარშიც ჩადგა.
ჩელსი რობერტ სანჩესის კონკურენტს ეძებს და მთავარი კანდიდატი სწორედ ვილიარეალის კარის დარაჯია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები