სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ტური ჰქონდათ ინგლისურ გუნდებს.
პირველ სათამაშო დღეს არსენალმა ემირეითსზე შახტარი დაამარცხა 1-0, ასტონ ვილამ კი ვილა პარკზე ბოლონიას სძლია 2-0 მაკგინისა და დურანის გოლებით.
მეორე სათამაშო დღეს კი ლივერპული ლაიფციგს ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დარვინ ნუნიესის ანგარიშზეა, რომელმაც მერსისაიდელებს 3 ქულა მოუპოვა.
ყველაზე დამაჯერებლად კი მანჩესტერ სიტიმ იმარჯვა, რომელმაც სპარტა პრაღა ეტიჰადზე 5-0 გაანადგურა.
დუბლი შეასრულა ერლინგ ჰალანდმა, თითო გოლი კი ფილ ფოდენმა, ჯონ სტოუნსმა და მატეუშ ნუნიეშმა გაიტანეს. განსაკუთრებით ეფექტური იყო ნორვეგიელის ერთი გოლი, რომელმაც აკრობატული დარტყმით შეძლო მეტოქის კარის აღება.
ჩემპიონთა ლიგაზე გამართული 3 ტურის შემდეგ სამივე მატჩი მხოლოდ ორ გუნდს აქვს მოგებული - ასტონ ვილასა და ლივერპულს და შესაბამისად სატურნირო ცხრილსაც ეს 2 გუნდი უდგას სათავეში.
მათ შემდეგ კი 7-ქულიანი გუნდები მოდიან. ასეთი კი სულ შვიდია, მათ შორის არიან მანჩესტერ სიტი და არსენალი, თუმცა ადგილების მიხედვით დიდი განსხვავებაა, გვარდიოლას გუნდი სწორედ ლიდერების შემდეგ მოდის და მე-3 ადგილზეა, არსენალი კი მე-9 პოზიციაზე იმყოფება.
საინტერესოა, რომ ბომბარდირთა დავაშიც ინგლისელი ლიდერობს. ჰარი კეინს 5 გოლი აქვს გატანილი, რითიც ერთპიროვნულად უდგას სიას სათავეში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები