Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
არნოლდ ალენთან ბრძოლის წინ გიგა ჭიკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"შეგიძლია, იმდენი ჯაშუში გამოგზავნო ჩემს სავარჯიშო ოთახში, რამდენიც გინდა, მაგრამ ოქტაგონზე ვერავინ დაგეხმარება!" - წერს ქართველი X-ზე.
როგორც გიგას ნათქვამიდან ჩანს, მეტოქის ბანაკიდან ადგილი ჭიკაძეზე თვალთვალს ჰქონდა.
UFC 304-ზე მეინ ქარდის გახსნითი ბრძოლა სწორედ არნოლდ ალენსა და გიგა ჭიკაძეს შორის შედგება. მებრძოლებმა წონა უკვე წარმატებით ჩააბარეს და მათ შორის პირისპირ დგომიც შედგა.
ღონისძიება ინგლისის ქალაქ მანჩესტერში ჩატარდება. ბრძოლა საქართველოს დროით 28 ივლისს, 06:00-ზე დაიწყება.
არნოლდ ალენი VS გიგა ჭიკაძე - მებრძოლების გზა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი