მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარი მშობლიურ სანტოსში დაბრუნებას უახლოვდება.
Globo Esporte-ს ინფორმაციით, ბრაზილიური კლუბი გეგმავს, თავისი აღზრდილის გუნდში დაბრუნება იანვრის ბოლომდე ოფიციალურად დაადასტუროს.
სანტოსმა სპონსორებს კონტრაქტების გაუმჯობესებაზე და ტექნიკურ პარტნიორთან, Umbro-სთან ნეიმარის მაისურების გამოშვებაზე უკვე შეუთანხმდა.
ამავდროულად, ნეიმარი ალ ჰილალთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. საუდურ კლუბს ფეხბურთელისთვის 65 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.
ალ ჰილალი მზადაა ნეიმარი გაუშვას, თუ ეს თანხა ფეხბურთელთან შეთანხმების შედეგად შემცირდება, გადახდის ვადები კი - გაიზრდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები