Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში არსენალი სტუმრად ატალანტას დაუზავდა.
შეხვედრა ბერგამოში გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა, რაც დიდწილად სტუმართა მეკარის, დავიდ რაიას დამსახურებაა, რომელმაც რეტეგის ჯერ პენალტი აუღო, შემდეგ კი დამატებაზეც აჯობა და გოლი არ გაატანინა.
სტატისტიკურად გასპერინის გუნდი უკეთესი იყო და მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლით (xG) მეტოქეს აშკარად აჯობა (1.75 - 0.65), თუმცა გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო და საბოლოოდ, ფრეს დასჯერდნენ.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ატლეტიკოს საკმაო გარჯა მოუწია, რომ საკუთარ კედლებში ლაიფციგი დაემარცხებინა.
მატჩის მე-4 წუთზე ბენჟამინ შეშკომ სტუმრები დააწინაურა, თუმცა 28-ზე გრიზმანმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გამარჯვების გოლი კი 90-ე წუთზე, ურუგვაელმა მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა გაიტანა და ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგა რთული გამარჯვებით გახსნა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები