მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთთან ერთა ლიგაზე განცდილი მარცხის (0:2) შემდეგ, კევინ დე ბრუინმა ბელგიის ნაკრები საჯაროდ გააკრიტიკა.
„ვერ გეტყვით, ზუსტად რა არ გამოგვივიდა. გუნდს შესვენებაზე უკვე ველაპარაკე და იგივეს პრესაში ვერ გავიმეორებ, მაგრამ ყველა თვალსაზრისით უკეთესები უნდა გავხდეთ.
თუ ჩვენი სტანდარტი გაუმჯობესებაა და საუკეთესოობაა, მაშინ უკვე არასაკმარისად კარგები ვართ, რათა შესაბამის დონეს მივაღწიოთ. ამიტომ, ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს. ესეც რომ არ გავაკეთოთ, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია.
ვაღიარებ, არ ვართ ისეთი კარგები, როგორიც 2018 წელს. მე პირველი ვიყავი, ვინც ეს დაინახა, მაგრამ არის სხვა მიუღებელი რაღაცებიც. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
ჩვენ ზედმეტად ღრმად ვდგავართ მოედანზე. როცა დაცვაში ექვსი კაცი რჩება, კავშირი იკარგება. მაგრამ, ახლა ამაზე საუბარიც კი არ არის - იმის თქმა მინდა, რომ ზოგი თავის საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებს." - აღნიშნა დე ბრუინმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები