სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფენერბაჰჩეს კევინ დე ბრუინის შეძენა სურს.
თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, სტამბოლურ კლუბს 33 წლის ბელგიელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს, თუმცა მზად არის, ზაფხულამდეც დაიცადოს და ფეხბურთელის უფასოდ გადაბირება სცადოს.
როგორც იცით, დე ბრუინს სიტისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.
თურქეთის გარდა, დე ბრუინის მიმართ ინტერესს საუდის არაბეთის და MLS-ის კლუბებიც იჩენენ.
მიმდინარე სეზონში ტრავმების გამო დე ბრუინმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 10 არასრულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები