სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ განმარტა, რატომ არ დაიმატა კლუბმა ამ ზაფხულს ნიკო უილიამსი.
„ჩვენ ფეხბურთელების დონეზე გვაქვს საუბარი. დღეს გვყავს რაფინია, ფერან ტორესი, ტრავმიდან მალე დაგვიბრუნდება ანსუ ფატი, რომელსაც ძალიან კარგი წინასასეზონო მომზადბეა ჰქონდა.
გვყავს ლამინი, ასევე ფერმინი და დანი ოლმოც, რომელთაც ამ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
თუ ვინმეს დამატებაზე მიდგა საქმე, ეს ფეხბურთელი ძალიან მაღალი დონის უნდა იყოს. ოლმოს ტრანსფერმა გაცილებით მეტი შესაძლებლობა მოგვცა.
ფეხბურთელებთან საუბარი გვქონდა, უბრალოდ საბოლოოდ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აღმოგვაჩნდა, ვიდრე კიდევ ერთი ვინგერის მოყვანაა." - აღნიშნა პორტუგალიელმა ექს-ფეხბურთელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები