მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
6 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტიაგო ალკანტარა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ 33 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით, ჰანსი ფლიკს ბარსელონას სამწვრთნელო შტაბში შუეერთდება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ესპანელი საკუთარ შტაბში დაპატიჟა - გერმანელის აზრით, ტიაგო, რომელთანაც ფლიკი კარგ ურთიერთობაშია, მას ბარსელონური ცხოვრების ათვისებაში და ფეხბურთელებთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში ძალიან დაეხმარება, რადგან ის ბარსელონას აღზრდილია და შიდა სამზარეულო საუცხოოდ იცის.
იწერება, რომ ტიაგომ ფლიკს ამ შემოთავაზებაზე თანხმობა განუცხადა - ალკანტარას ამ ეტაპზე ბარსელონასთან მრავალწლიანი კონტრაქტით დაკავშირება არ სურს, რადგან იცის, რომ ახლო მომავალში ახალი გამოწვევები ელოდება, მაგრამ ამჟამად მზადაა ფლიკს შეუერთდეს.
მხარეებს შორის პრაქტიკულად ყველაფერი შეთანხმებულია და ამ ეტაპზე მხარეები ორივესთვის დამაკმაყოფილებელ კონტრაქტზე მუშაობენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები