-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგამ ბარსელონას განაცხადი დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის რეგისტრაციასთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა.
"ბარსელონას არ წარუდგენია რაიმე ალტერნატივა, რაც 2 იანვრიდან ნებისმიერი მოთამაშის რეგისტრაციას შესაძლებელს გახდის ლა ლიგის ეკონომიკური კონტროლის რეგულაციების მიხედვით." - წერია ლა ლიგის განცხადებაში.
თავად დანი ოლმომ მისი ბარსაში დარჩენის სურვილი დაადასტურა, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით ის ბარსელონაში თამაშს ვერ შეძლებს.
ესპანელი ფეხბურთელი ბლაუგრანას გასული წლის ზაფხულში ლაიფციგიდან შეუერთდა. რეგისტრაციის პრობლემები თავიდანაც იყო, თუმცა ეს პრობლემა მოგვარდა და ოლმომ სეზონის პირველ ნაწილში თამაში შეძლო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები