2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვალენსიასთან მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
მატჩის შეფასება
"გუნდმა მოახერხა და სიტუაცია მოატრიალა გაძევების, გაფუჭებული პენალტისა და არჩათვლილი გოლის შემდეგ. რთულია, ახსნა თუ როგორი ცუდები ვიყავით პირველ ტაიმში და როგორ კარგად ვითამაშეთ მეორეში. დამსახურებული 3 ქულა ავიღეთ, მაგრამ ამის გამეორება არ შეიძლება: საშინელი პირველი ტაიმი, არანაირი ბალანსი და შემდეგ საოცარი მეორე ნახევარი 10 კაცით."
ვინის წითელი ბარათი
"ჩვენი აზრით, ორივე მოთამაშეს ყვითელი ბარათი უნდა მიეღო, მაგრამ მათ ვინის წითელი უჩვენეს. ჩვენ ამის გასაჩივრებას ვაპირებთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს წითელი ბარათი იყო. დიმიტრიევსკიმ მას ხელი კრა და შემდეგ ვინიმ უპასუხა. ორი ყვითელი საკმარისი იქნებოდა. არ მინდა ვთქვა, რომ ის მახეში გაება. იმედი მაქვს, შემდეგ მატჩში ითამაშებს, რადგან ის ჩვენთვის განსხვავების შემქმნელია."
გაფუჭებული პენალტი
"დიმიტრიევსკის ფეხი ხაზზე არ ჰქონდა, მაგრამ რახან ის ბურთს არ შეხებია, პენალტი არ გამეორდა. მათ იფიქრეს, რომ მას გავლენა არ მოუხდენია და ამიტომ არ გაამეორეს. მაწუხებს, რომ ჩვენ 3 პენალტი გავაფუჭეთ და ვფიქრობ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღო და გადავწვიტო, ვინ დაარტყამს მათ."
ბელინგემი
"მას დიდებული თამაში ჰქონდა. გაფუჭებულმა პენალტმა მას დამატებითი მოტივაცია მისცა და ბოლო ნახევარი საათი თავად როგორც იცის, ისე ითამაშა. მან ბევრი იშრომა და წინ მბაპეს დაეხმარა. გოლი მისი პერფორმანსისთვის საჩუქარი იყო."
მადრიდის რეალმა მესტალიაზე ვალენსია 1-2 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ჰუგო დუროს გოლით 1-0 მოიგეს.
55-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა პენალტი ვერ გამოიყენა, მე-60 წუთზე კილიან მბაპეს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, 79-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენეს და სიტუაცია რეალისთვის კიდევ უფრო გართულდა.
85-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლუკა მოდრიჩმა ანგარიში გაათანაბრა, 95-ე წუთზე კი მასპინძელთა მცველების შეცდომით ჯუდ ბელინგემმა ისარგებლა და რეალს 3 ქულა მოუტანა.
მადრიდელები 19 მატჩის შემდეგ 43 ქულით ლა ლიგის სატურნრიო ცხრილს ლიდერობენ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები