მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტიმ ვინისიუს ჯუნიორის ვალენსიასთან მიღებულ წითელ ბარათზე ისაუბრა.
პარასკევს რეალის ვინგერმა ვალენსიას კიპერს, სტოლე დიმიტრიევსკის თავში ხელი წამოარტყა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო.
„იმ ეპიზოდში ყვითელი იყო საჩვენებელი და არა წითელი, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მას დისკვალიფიკაციას არ მისცემენ.
რთულია, იყო ვინისიუსი და მის ადგილას აღმოჩნდე. რთულია შეეგუო ყველაფერს, რაც მის თავს ხდება, ამ შეურაცხყოფებს. ეს მართლა არც ისე მარტივია, მაგრამ ის ცდილობს უკეთესი გახდეს.
ის წითლის გამო იმედგაცრუებულია, ბოდიშიც მოიხადა. ჩვენ მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ." - აღნიშნა რეალის მთავარმა მწვრთნელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები