მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავიდ ვილიამ რეალში კილიან მბაპეს ადაპტაციაზე ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ გადის გარდაუვალ და აუცილებელ ადაპტაციის პროცესს. გუნდის, ლიგის და ქვეყნის ცვლილებასთან უწევს ადაპტირება. მბაპე, მიუხედავად იმისა რომ ცენტრფორვარდად თამაშობს, რეალურად ტიპური ფორვარდი არ არის, როგორიც მაგალითად მე ვიყავი. მას სხვა ბევრი თვისება აქვს, რომლითაც მე მჯობს, მაგრამ იცით, რა რთულია, როცა ერთ მატჩში ოთხი გოლის გატანას გთხოვენ?
შეცდომები? ვინ არ უშვებს შეცდომებს? გოლების მხრივ მას კარგი სტატისტიკა აქვს. ალბათ არ ვარ ის ადამიანი, ვისაც რეალზე დიდი სიყვარულით საუბარი მართებს, მაგრამ მადრიდისთვის და ლა ლიგისთვის დიდი იღბალია, რომ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კილიანია." - აღნიშნა ბარსელონას, ატლეტიკოს, ვალენსიას და ესპანეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები