მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მადრიდის რეალი მეოთხელიგელ დეპორტივა მინერას დაუპირისპირდა და მეტოქე 0-5 გაანადგურა.
მადრიდელთა მხრიდან გოლები ვალვერდემ, კამავინგამ, გიულერმა (2) და მოდრიჩმა გაიტანეს.
საინტერესოა, რომ 39 წლის მოდრიჩმა კარიერაში პირველი გოლი გაიატანა ესპანეთის თასზე. ხორვატს ამისთვის 13 წელი და 30 მატჩი დასჭირდა.
"ლუკა მოდრიჩი დიდებული საჩუქარია. ის ასეთი მატჩებისთვის ისე ემზადება, თითქოს ფინალი იყოს. ის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითია ჩვენი ახალგაზრდებისთვის." - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები