Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დინამო თბილისის U19-მა გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობა დაიწყო. ქართული გუნდი ბუდუჩნოსტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა.
დინამო შეხვედრას ორჯერ აგებდა, თუმცა მოგება მაინც მოახერხა. მე-9 წუთზე სტუმართა მხრიდან კოსტიჩმა გახსნა ანგარიში, მე-14 წუთზე კი საბა სამუშიამ წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს მონტენეგროელებმა კვლავ შეძლეს წინ გასვლა ტომაშევიჩის გოლით. დინამომ მატჩის პირველი ნახევარი წააგო.
55-ე წუთზე ანგარიში ნიკოლოც ცეცხლაძემ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი კომპენსირებულ დროში ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა და დინამოს მეორე მატჩის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა. მასპინძლებმა 3-2 იმარჯვეს.
ბუდუჩნოსტთან განმეორებითი შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
დინამო თბილისი თასის 1/2 ფინალშია
ფეხბურთი