სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქმეში ორი ქართული გუნდი ჩაერთო.
ქუთაისში ტორპედომ ალბანურ ტირანას უმასპინძლა. მე-20 წუთზე სტივ კინის გუნდი გლედი მიჩის ავტოგოლით დაწინაურდა. ტორპედო გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა 87-ე წუთზე რიმალ ჰაქსიუმ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და მატჩი ფრედ დასრულდა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 28 ივლისს ტირანაში გაიმართება, სადაც ქუთაისელთა ბედიც გადაწყდება.
დინამო თბილისი კი მონტენეგროს ესტუმრა და ადგილობრივ მორნარ ბარს დაუპირისპირდა. დინამოელთათვის პირველ ტაიმში სცენარი ცუდად განვითარდა. 3-წუთიან მონაკვეთში გუნდმა 2 გოლი გაუშვა. ჯერ მე-20 წუთზე მარკო ჯურიშიჩმა გახსნა ანგარიში, 23-ე წუთზე კი მილან ვუშუროვიჩმა გაზარდა მასპინძელთა უპირატესობა.
84-ე წუთზე მორნარი კაცნაკლული დარჩა, ერმინ სერატლიჩმა წითელი ბარათი მიიღო, თბილისურმა გუნდმა კი ამით სარგებლობა მოახერხა და 94-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ნიკოლოზ უგრეხელიძემ თავური დარტყმით გადაგზავნა კარისკენ და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, მატჩის დასრულებამდე დინამოს კიდევ ერთი მომენტი შეექმნა და შეეძლო საერთოდაც ფრედ დაემთავრებინა შეხვედრა, თუმცა გუნდში ახლად დაბრუნებულმა საბა ხვადაგიანმა მომენტი ვერ გამოიყენა. მატჩი 2-1 დასრულდა.
18 ივლისს დინამო არენაზე დედაქალაქური გუნდი მორნარს უმასპინძლებს, შეეცდება ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვოს და შემდეგ ეტაპზე გავიდეს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები