მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ოფიციალური გვერდის ცნობით, 2 წლის შემდეგ საშუალო წონაში რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის რემატჩი ჩაინიშნა.
ქართველი და იტალიელი მებრძოლები ერთმანეთს UFC Vegas 104-ის მეინ ივენთზე დაუპირისპირდებიან, რომელიც 16 მარტს გაიმართება.
დოლიძისა და ვეტორის ბრძოლა პირველად 2023 წლის მარტში გაიმართა. ამ უკანასკნელმა სამრაუნდიან ბრძოლაში გადაწყვეტილებით მოიგო.
31 წლის იტალიელს კარიერაში 19 ბრძოლა აქვს მოგებული, 7 წაგებული, 1 კი ფრედ დასრულდა. რაც შეეხება ქართველს, დოლიძის ანგარიშზე 14 გამარჯვება და 3 მარცხია.
დოლიძესთან დაპირისპირების შემდეგ ვეტორიმ მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა 2023 წლის ივნისში და ჯარედ კანონიერთან ხუთრაუნდიან ჩხუბში გადაწყვეტილებით დამარცხდა. იტალიელს 2024 წელს ბრენდან ალენთან დაპირისპირება ჩაეშალა.
რომანმა კი ბოლო ბრძოლა 2024 წლის ივნისში გამართა, სადაც ენტონი სმიტს გადაწყვეტილებით სძლია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები