21 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის ბოლო ტურში სასტარტო შემადგენლობაში 3 ქართველი იყო - ირაკლი აზაროვი (შახტარი), გურამ კაშია (სლოვანი) და ოთარ კიტეიშვილი (შტურმი).
შახტარი დორტმუნდს სტუმრობდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა უკრაინელები 3-1 დამარცხდნენ. აზაროვმა მოედანზე 73 წუთი გაატარა და 6.6 შეფასება დაიმსახურა.
გურამ კაშიას სლოვანი ალიანც არენას ესტუმრა და ბაიერნთან ასევე 3-1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა თავის გუნდს უკაპიტნა და მატჩიც სრულად ჩაატარა. კაშია შეფასებით (7.3) თავის გუნდში მეკარე ტაკაჩის შემდეგ მეორე იყო. გურამმა 13 ბურთი გამოიტანა საჯარიმოდან და 3 დარტყმული დაბლოკა.
ლიგის ფაზა გამარჯვებით დაასრულა კიტეიშვილის შტურმმა, რომელმაც ლაიფციგი 1-0 დაამარცხა. 90 წუთი ითამაშა ოთარმა და 7.3 შეფასება დაიმსახურა.
შახტარიც, სლოვანიც და შტურმიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონს გამოეთიშა. თუმცა პლეიოფები ქართველის გარეშე არ გაგრძელდება.
პსჟ-მ თავისი მატჩი შტუტგარტთან დამაჯერებლად მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გუნდს მომდევნო ეტაპზე დაეხმარება. პლეინში ფრანგულ დაპირისპირებას ვიხილავთ, პსჟ მონაკოს ან ბრესტს შეხვდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები