სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
12 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბუნდესლიგის მე-9 ტურში დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი ლაიფციგი დაამარცხა.
27-ე წუთზე შეშკოს მიერ გატანილი გოლით ლაიფციგი სტუმრად იგებდა, თუმცა ბაიერის (30') და გირასის (65') გოლებით ნური შაჰინის გუნდმა სიტუაცია თავდაყირა დააყენა და მატჩი 2:1 მოიგო.
დორტმუნდმა 16 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა - ჩემპიონ ლევერკუზენს გუნდი მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება.
თავის მხრივ, ლაიფციგმა ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, 20 ქულით დარჩა და ბაიერნი (23 ქულა) ცხრილში ერთპიროვნულად გაალიდერა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები