კანადელი რეპერი დრეიკი სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე ფსონს რომ ხშირად დებს, ეს ახალი ამბავი არაა.
ამჯერად კანადელმა გადაწყვიტა UFC 317-ზე გაეკეთებინა პროგნოზი, კერძოდ მეინ ივენთზე, სადაც ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირდებიან.
"ბრაზილია, მიყვარხარ და შენი მმართებს. ბრაზილიაზე ვდებ." - წერს დრეიკი სოციალურ ქსელში.
რეპერმა ჩარლზ ოლივეირას მოგებაზე 200 ათასი დოლარი დადო.
UFC 317-ის მეინ ქარდი 29 ივნისს, 06:00 საათზე დაიწყება. თოფურია და ოლივეირა მსუბუქი დივიზიონის ვაკანტური ტიტულისთვის იბრძოლებენ.
VIDEO: "კიდევ ერთ დომინაციას იხილავთ" - ბოლო პირისპირ დგომი