სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოლდენ სტეიტ უორიორსის ოფიციალური განცხადებით კლეი ტომპსონმა გუნდი დატოვა.
"კლეის მემკვიდრეობა სამუდამოა და ველოდებით იმ დღეს, როცა მის 11-ნომრიან მაისურს გავაუქმებთ." - წერია გოლდენის განცხადებაში.
ტომპსონის უორიორსიდან წასვლა ნიშნავს იმას, რომ მისი და სტეფ კარის ლეგენდარული დუეტი დაიშალა და Splash Brothers-ს ერთ გუნდში ვეღარ ვნახავთ.
ტომპსონმა გოლდენ სტეიტში 13 წელი გაატარა, რა დროშიც NBA-ს ჩემპიონი 4-ჯერ გახდა.
ის კარიერას დალას მავერიქსში გააგრძელებს, რომელთანაც 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ პერიოდში 50 მილიონ დოლარს მიიღებს.
ტომპსონს დალასში ლუკა დონჩიჩი და კაირი ირვინგი ხვდებიან. დალასი NBA-ს გასულ სეზონში სუპერფინალში გავიდა, სადაც ბოსტონ სელტიკსთან სერიაში 4-1 დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები