სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რომას მცველმა, 29 წლის ესპანელმა მარიო ერმოსომ მადრიდის რეალის ინტერესზე ისაუბრა.
ერმოსო რეალის საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა ბოლო წლები მადრიდის ატლეტიკოში გაატარა. გასულ ზაფხულს მან როხიბლანკო დატოვა და სათამაშოდ რომაში გადავიდა.
„რეალის ინტერესი? კი, კი, წავიკითხე, ბევრმა მეგობარმა გამომიგზავნა ეს ინფორმაცია. დიდი პატივია, როდესაც ასეთ დიდებულ კლუბებს უკავშირებენ.
რეალის აკადემიაში გავიზარდე და ყოველთვის დიდი მადლიერი ვიქნები იმისთვის, რაც მათ ჩემი განვითარებისთვის გააკეთეს." - აღნიშნა ერმოსომ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები