19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც იცით, ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე მერაბ დვალიშვილს მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს და კრივში საბრძოლველად იწვევს.
"ჩაქუჩას" თქმით, ის დვალიშვილს კისერს მოღრეცხს. თუმცა, ქართველი UFC-ს ჩემპიონი თანამემამულეს ინტრიგულ თამაშებში არ გაება და პროფესიონალურად უპასუხა.
„მეგობრებო რასაც ავთანდილ ხურციძე კადრულობს ტიკ ტოკ ვიდეო მიმართვებით ჩემს წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ ეს ადამიანი არ არის სრულ ჭკუაზე. ეს პიროვნება არის ჩვენი ქვეყნის, სპორტისა და კაცობის სირცხვილი…
ადამიანი რომელიც მსგავს რამეს იკადრებს , კარგად იცით რისი ღირსია და რასაც იმსახურებს! მოვუწოდებ მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მეგობრებს, მიაქციონ ყურადღება, უმკურნალონ და დაეხმარონ ამ ადამიანს.! მას სჭირდება სერიოზული დახმარება.
მე არ მინდა ის პირადად ვნახო და ფიზიკურად გავუსწორდე, მითუმეტეს სამართლებრივად მივხედო ამ საქმეს,ცილისწამებისთვის ,ჩემი ღირსების და რეპუტაციის შელახვისთვის. ეს არ ჯდება ჩემი ცხოვრების წესში. მე მეცოდება მისი პატარა შვილი და მშობლები რომლებსაც პირადად ვიცნობ…." - წერს სოციალურ ქსელში დვალიშვილი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები