მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის მორიგ სათამაშო დღეს 3 მატჩი გაიმართება.
დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს სლოვენიისა და სერბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან (17:00)
სლოვენიამ ჯგუფის პირველ მატჩი დანიასთან 1-1 ითამაშა. ისინი კრისტიან ერიქსენის გოლით აგებდნენ, თუმცა გუნდს ქულა მცველმა ერიკ იანზამ მოუტანა, სერბეთის ნაკრებმა კი პირველი ტურის დაპირისპირება ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ინგლისსთან მინიმალური ანგარიშით დათმო. გარეთ საუთგეიტმა ჯუდ ბელინგემის გოლით მოიგო. სერბებმა იმ მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს, თუმცა დუშან ტადიში, ალექსანდარ მიტროვიჩი და სხვები შეეცდებიან დღეს იან ობლაკი უსაქმოდ არ დატოვონ.
სავარაუდო შემადგენლობები
სლოვენია - ობლაკი; კარნიჩნკი, დრკუშიჩი, ბიოლი, იანზა; სტოიანოვიჩი, გორენც სტანკოვიჩი, გნეზდა ჩერინი, მლაკარი; შპორარი, შეშკო.
სერბეთი - რაიკოვიჩი, ველიკოვიჩი, მილენკოვიჩი, პავლოვიჩი; ზივკოვიჩი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, გუდელი, მლადენოვიჩი; ტადიჩი; მიტროვიჩი, ვლაჰოვიჩი.
გუნდებმა ისტორიაში 4 ურთიერთდაპირისპირება გამართეს, საიდანაც თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს, 2 მატჩი კი ფრედ დასრულდა.
სერბეთი 1-1 სლოვენია (2010)
სლოვენია 1-0 სერბეთი (2011)
სერბეთი 4-1 სლოვენია (2022)
სლოვენია 2-2 სერბეთი (2022)
როგორც ხედავთ, ბოლო 2 შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
დღის მეორე შეხვედრა დანიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის შედგება (20:00)
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, დანიელებმა ტურის პირველი მატჩში სლოვენიელებთან ვერ მოიგეს. კასპერ ჰიულმანდის გუნდი კრისტიან ერიქსენის გოლით მეტოქეს ამარცხებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ინგლისელები კი ჯგუფს სერბებთან მოპოვებული 3 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ. მატჩის დასაწყისშივე გატანილი ბელინგემის გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა და საუთგეიტის ბიჭებმა თავისი ტურნირი მნიშვნელოვანი 3 ქულით გახსნეს.
სავარაუდო შემადგენლობები
დანია - შმეიხელი; ანდერსენი, კრისტენსენი, ვესტერგორი; კრისტიანსენი, ნორგორი, ერიქსენი, ჰოიბიერგი, მეჰლე; ჰოილუნდი, პოულსენი.
ინგლისი - პიკფორდი; უოკერი, სტოუნსი, გეჰი, ტრიპიე; ალექსანდერ-არნოლდი, რაისი; საკა, ბელინგემი, ფოდენი; კეინი.
დანიასა და ინგლისს შორის ისტორიაში 22 მატჩია გამართული, საიადანაც 4-ჯერ სკანდინავიელებმა იმარჯვეს, 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 13 გამარჯვება კი ბრიტანელებს დარჩათ. ბოლო ურთიერთდაპირისპირება წინა ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში შედგა, სადაც ინგლისელებმა მეტოქე დამატებით დროში 2-1 დაამარცხეს.
ბოლო 4 მატჩი
ინგლისი 1-0 დანია (2014)
დანია 0-0 ინგლისი (2020)
ინგლისი 0-1 დანია (2020)
ინგლისი 2-1 დანია (2021) - ძირითადი დრო (1-1)
როგორც ჩანს, გუნდების ბოლოდროინდელი დაპირისპირებები დაძაბულობით გამოირჩევა, რაც მინიმალურ ანგარიშებსა და ნაკლებ გატანილ გოლში აისახება.
დღე ტურის ცენტრალური და ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩით დაიხურება. ესპანეთი იტალიას დაუპირისპირდება (23:00)
ესპანელებმა ევრო 2024-ზე თავისი ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნეს. მათ ხორვატია ალვარო მორატას, ფაბიან რუისისა და დანი კარვახალის გოლებით 3-0 დაამარცხეს და მეტოქეს ამბავი პირველივე ტაიმში მოუმთავრეს. იტალიის ნაკრებს კი პირველ ტურში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანეს, თუმცა სკუადრა აძურასთვის ეს პრობლემა არ აღმოჩნდა და სპალეტის გუნდმა თამაში მალევე მოატრიალა. საბოლოოდ მოქმედმა ევროპის ჩემპიონმა ბასტონისა და ბარელას გოლებით იმარჯვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი - უნაი სიმონი; კარვახალი, ლე ნორმანი, ნაჩო, კუკურელია; ფაბიან რუისი, როდრი, პედრი; იამალი, მორატა, ვილიამსი.
იტალია - დონარუმა; დი ლორენცო, ბასტონი, კალაფიორი, დი მარკო; ჟორჟინიო. ბარელა; ფრატეზი, პელეგრინი, კიეზა; სკამაკა.
ესპანეთი და იტალია ერთმანეთს ისტორიაში 40-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 15-ჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, 13 მატჩი ფრე დასრულდა, ხოლო 12-ჯერ გამარჯვება იტალიას დარჩა.
ბოლო 5 მატჩი
იტალია 1-1 ესპანეთი (2016)
ესპანეთი 3-0 იტალია (2017)
იტალია 1-1 ესპანეთი (2021) - პენალტების სერია (5-3)
იტალია 1-2 ესპანეთი (2021)
ესპანეთი 2-1 იტალია (2023)
ევროპული გრანდები ყოველთვის საინტერესო დაპირისპირებებს გვთავაზობდნენ, ორმხრივი შეტევებითა და ბევრი გოლით. სავარაუდოა, რომ დღეს ისევ ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
12 საათის წინ
11 საათის წინ
16 საათის წინ