Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის 1/2 ფინალში გავიდა. ფურია როხამ მასპინძელ გერმანიის ნაკრებთან მძიმე ბრძოლა გამოიარა.
ბრძოლა ფავორიტებს შორის, დრამა ბოლო წუთებზე და ლეგენდის დასასრული
დღევანდელ მატჩში დიდი დანაკლისი მიიღო ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მომდევნო დაპირისპირებისთვის.
შეხვედრის სტარტზევე პედრიმ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. როგორც ირკვევა, ესპანელი ნახევარმცველისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია და ის უახლოეს პერიოდში თამაშს ვეღარ შეძლებს.
რაც შეეხებათ დისკვალიფიცირებულ მოთამაშეებს, ყვითელი ბარათი რობინ ლე ნორმანმა, დანი კარვახალმა და ალვარო მორატამ მიიღეს, ეს კი მათთვის ამ ტურნირზე მეორე ბარათი იყო და შესაბამისად ისინი 1/2 ფინალში ვერ ითამაშებენ.
კარვახალმა საერთოდ მატჩის ბოლოს მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო და წითელი ბარათიც დაიმსახურა, ფურია როხას კაპიტანმა მორატამ კი გაფრთხილება მოედნიდან გასვლის შემდეგ მიიღო.
ესპანელები 1/2 ფინალში პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა შორის გამარჯვებულს შეხვდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები