• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ბრძოლა ფავორიტებს შორის, დრამა ბოლო წუთებზე და ლეგენდის დასასრული
ფეხბურთიფეხბურთი

ბრძოლა ფავორიტებს შორის, დრამა ბოლო წუთებზე და ლეგენდის დასასრული

05 ივლ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევრო 2024-ის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდა. 


მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ყველაფერი შეხვედრის სტარტზევე დაიწყო, როცა ტონი კროოსმა პედრის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, ესპანელმა კი თამაში ვეღარ გააგრძელა, მის ნაცვლად კი მე-8 წუთზე დანი ოლმო გამოვიდა.


დაპირისპირების დაძაბულობა თითოეულ მომენტში იგრძნობოდა. პირველ ტაიმში 15 ჯარიმა და 3 ყვითელი ბარათი ვიხილეთ.


მატჩის მეორე ნახევარი სწრაფი გოლით დაიწყო. 51-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დანი ოლმომ აიღო მანუელ ნოიერის კარი. საგოლე გადაცემა ლამინ იამალმა გააკეთა, რომელმაც უკვე მე-3 ასისტი მიითვალა მიმდინარე ტურნირზე.


გოლის შემდეგ ინიციატივა ხელთ გერმანიის ნაკრებმა იგდო და ბოლო წუთებამდე ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას. საბოლოოდ 89-ე წუთზე ფლორიან ვირცმა მოახერხა უნაი სიმონის კარის ბადის შერხევა და მასპინძლებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა შეძლეს.


დამატებით ტაიმებში სიტუაცია კვლავ დაძაბული იყო და ყველაფერი პენალტების სერიამდე მიდიოდა, თუმცა 119-ე წუთზე ყველაფერი შეიცვალა. დანი ოლმოს საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა მიკელ მერინომ თავით ბურთი კარისკენ გადაგზავნა და ესპანეთს გამარჯვება მოუტანა.


მატჩი წითელი ბარათით დანი კარვახალმა დააგვირგვინა, რომელმაც 126-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.


დაპირისპირების ხასიათზე სტატისტიკაც მიუთითებს, ჯამში ენტონი ტეილორს ჯარიმის დანიშვნა 39-ჯერ მოუწია, ჯამში კი მოთამაშეებს 15 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა.


მასპინძელი გერმანია ევრო 2024-ს გამოეთიშა, ლეგენდარული გერმანელი ნახევარმცველისთვის, ტონი კროოსისთვის კი დღეს საფეხბურთო კარიერა დასრულდა. მოთამაშეს გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის კარიერას დაასრულებდა და ეს დღეც დადგა.


ესპანეთი კი ტურნირის 1/2 ფინალშია, სადაც პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა შორის გამარჯვებულს დაელოდება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

აფრიკის ერთა თასი: ისტორია, რეკორდები და სტატისტიკა

•
•ფეხბურთი
აფრიკის ერთა თასი: ისტორია, რეკორდები და სტატისტიკა
•
•ფეხბურთი

მე-4 ქართველი - გაგა ბლიაძეს ფუტსალში ფიფა-ს კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიანიჭეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მე-4 ქართველი - გაგა ბლიაძეს ფუტსალში ფიფა-ს კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიანიჭეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ილია თოფურიას მეუღლემ ესპანეთის პოლიციას სოციალურ ქსელში მიღებული მუქარების გამო მიმართა

•ქართული

ქართული

ილია თოფურიას მეუღლემ ესპანეთის პოლიციას სოციალურ ქსელში მიღებული მუქარების გამო მიმართა
•ქართული

ქართული

გაგრადან აზიაში - რატი არდაზიშვილი ჩინეთის რანგით მე-2 ლიგაში მიდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გაგრადან აზიაში - რატი არდაზიშვილი ჩინეთის რანგით მე-2 ლიგაში მიდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

აფრიკის ერთა თასი: ისტორია, რეკორდები და სტატისტიკა

News image

7 სთ წინ

მე-4 ქართველი - გაგა ბლიაძეს ფუტსალში ფიფა-ს კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიანიჭეს

News image

8 სთ წინ

ილია თოფურიას მეუღლემ ესპანეთის პოლიციას სოციალურ ქსელში მიღებული მუქარების გამო მიმართა

News image

7 სთ წინ

გაგრადან აზიაში - რატი არდაზიშვილი ჩინეთის რანგით მე-2 ლიგაში მიდის

კომენტარები