• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
BREAKING: მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნეს - რა სასჯელი ელოდება კლუბს?
ფეხბურთიფეხბურთი

BREAKING: მანჩესტერ სიტი დამნაშავედ ცნეს - რა სასჯელი ელოდება კლუბს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ფინანსური რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული ბრალდებების თითქმის ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნეს.


დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, სანქციები ჯერ განსაზღვრული არ არის და ამ ეტაპზე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება. მოსალოდნელია, რომ სიტი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.


საქმის დეტალების შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, მანჩესტერ სიტი 115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს.


შესაძლო სასჯელები პრემიერ ლიგის წესების W.51 მუხლშია გაწერილი. თუ პანელი დაადგენს, რომ სიტიმ წესები დაარღვია, მას სანქციების ფართო სპექტრის გამოყენება შეუძლია.


სასჯელი შეიძლება მოიცავდეს გაფრთხილებასა და ფინანსურ ჯარიმას, ქულების დაკლებას და უკიდურეს შემთხვევაში, პრემიერ ლიგიდან გარიცხვასაც კი.


ქულების დაკლება შესაძლოა გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან ამოქმედდეს ან რეტროსპექტიულად გავრცელდეს, რაც თეორიულად ქმნის შესაძლებლობას, რომ მანჩესტერ სიტის წარსულში მოპოვებული ტიტულებიც ჩამოერთვას.


„ვფიქრობ, თუ ქულების დაკლების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის მომავალზე გავრცელდება“, - განუცხადა 2023 წელს The Athletic-ს სპორტულ რეგულაციებზე სპეციალიზებულმა Onside Law-ის იურიდიულმა დირექტორმა ჯეიმს ჰილმა.


„როგორც წესი, პანელებს არ სურთ, რომ ჩემპიონატის გამარჯვებულის ბედი სასამართლო პროცესით გადაწყდეს. ამ გზით მოქმედება კლუბისთვის რეალურ და ხელშესახებ სასჯელს არ წარმოადგენს“.


W.51.7 მუხლის თანახმად, პანელს შეუძლია წესებში ჩამოთვლილი რამდენიმე სასჯელი ერთმანეთთან გააერთიანოს ან გამოიყენოს სხვა სანქციებიც, რომლებსაც მოცემულ ვითარებაში მიზანშეწონილად მიიჩნევს.


თუმცა ნებისმიერი სასჯელი დარღვევების სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გასაჩივრების შედეგად შესაძლოა გაუქმდეს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

მან სიტი
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არბელოა: „მსაჯებს არ უნდათ, რომ მანჩესტერი აგებდეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არბელოა: „მსაჯებს არ უნდათ, რომ მანჩესტერი აგებდეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევილი: „ეს იყო ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც მანჩესტერისგან მინახავს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევილი: „ეს იყო ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც მანჩესტერისგან მინახავს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილის შანსი: რატომ აჭიანურებს ლივერპული ალისონთან ახალ კონტრაქტს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მამარდაშვილის შანსი: რატომ აჭიანურებს ლივერპული ალისონთან ახალ კონტრაქტს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი კვერნაძეთი ინტერესდება? - შესაძლო ზამთრის ტრანსფერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი კვერნაძეთი ინტერესდება? - შესაძლო ზამთრის ტრანსფერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

20 სექ, 2026

არბელოა: „მსაჯებს არ უნდათ, რომ მანჩესტერი აგებდეს"

News image

20 სექ, 2026

ნევილი: „ეს იყო ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც მანჩესტერისგან მინახავს"

News image

21 სექ, 2026

მამარდაშვილის შანსი: რატომ აჭიანურებს ლივერპული ალისონთან ახალ კონტრაქტს

News image

24 სექ, 2026

არსენალი კვერნაძეთი ინტერესდება? - შესაძლო ზამთრის ტრანსფერი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება