ფულემის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ მანჩესტერ იუნაიტედთან ფრის (1:1) შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯები მანიუკუნიანელებს ემხრობოდნენ.
„გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ისევ ცოტა არ გაგვიმართლა, თუმცა ვიცოდით, რომ დიდ გუნდთან მარტივი არ იქნებოდა და ვხედავდით, რას აკეთებდა მსაჯი მთელი მატჩის განმავლობაში.
ჰარი მაგუაირის ჯარიმის ეპიზოდშიც გამოჩნდა, რომ ყველა გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღებოდა. მანჩესტერ სიტისთან მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ მსაჯებს არ სურთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი დამარცხდეს.
ვფიქრობ, კარგი თამაში ჩავატარეთ, ბურთით თამაშისას გაბედულები ვიყავით. ახლა პირველი გამარჯვება გვაქვს მოსაპოვებელი.
ოქტომბერი წინ გვაქვს და ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვაჩვენეთ, როგორი გუნდი გვინდა ვიყოთ და თუ ასე ვითამაშებთ, მოგებებიც მოვა, - განაცხადა არბელოამ Sky Sports-თან ინტერვიუში.