VIDEO: მანჩესტერის კურიოზული ავტო-გოლი და ბოლო წუთებზე გადარჩენილი ქულა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ფულემი კრეივენ კოტეჯზე მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა ანგარიში კურიოზული ავტო-გოლით გახსნეს.
63-ე წუთზე სენე ლამენსის მოგერიებული ბურთი ლისანდრო მარტინესმა საკუთარ კარში ჩაჭრა, ბელგიელმა მეკარემ კი თავისი გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
ალვარო არბელოას გუნდი პირველი 3 ქულის მოპოვებასთან ახლოს იყო, თუმცა 89-ე წუთზე მატეუს კუნიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და კერიკის გუნდმა ქულა მოიპოვა.
5 მატჩის სემდეგ ფულემი კვლავ მოგების გარეშეა და 2 ქულით მე-19 ადგილზეა, მათზე ქვემოთ სატურნირო ცხრილში მხოლოდ ტოტენჰემია, რომელსაც გოლების უარესი ბალანსი აქვს.
მანჩესტერ იუნაიტედს კი კვლავ ერთი მოგება რჩება და 5 ქულა აქვს, ხოლო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს.