ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი სენსაციურად ბრაიტონთან დამარცხდა.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა სტუმრებმა 3:2 მოიგეს.
მატჩი კერიკის გუნდისთვის იდეალურად დაიწყო - გუნდი მე-10 წუთისთვის უკვე 2:0-ს იგებდა, თუმცა ბრაიტონი არ დანებდა, სამი უპასუხო გოლი გაიტანა და მატჩის შემოტრიალება მოახერხა.
ამრიგად, მანჩესტერმა ამ სეზონში ჩასატარებელი ოთხი ტურნირიდან ერთ-ერთიდან უკვე გავარდა.