Opta-ს სუპერკომპიუტერმა პრემიერლიგის სეზონის შედეგების პროგნოზი განაახლა.
არსენალმა ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტის სტატუსი გაიმყარა. სეზონის დასაწყისიდან მეთოფეების ტიტულის მოგების ალბათობა 38-დან 43.52 პროცენტამდე გაიზარდა.
მანჩესტერ სიტის ოქროს მედლების შანსებიც გაიზარდა - 20.5-დან 40.96 პროცენტამდე.
შემდეგ მოდიან ლივერპული (4.44%), ბრაიტონი (3.9%), ბრენტფორდი (1.28%), ჩელსი (1.03%) და მანჩესტერ იუნაიტედი (0.92%).
ტოტენჰემი Opta-ს რეიტინგში მე-7-დან მე-17 ადგილზე დაეშვა – ჩემპიონობის ალბათობა 2.9-დან 0.04 პროცენტამდე დაეცათ.
5 ტურის შემდეგ ცხრილს ერთპიროვნულად მან სიტი ლიდერობს 15 ქულით, არსენალი 12-იგტ მეორეზეა, შემდეგ მოდიან ბრაიტონი (10) და ბრენტფორდი (9).