გარი ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის ფულჰემთან თამაშით (1:1) უკმაყოფილო დარჩა.
„ხუთი წლიდან ვუყურებ მანჩესტერ იუნაიტედის მატჩებს და ეს ყველაზე ცუდია, რაც კი მინახავს. აბსოლუტურად საცოდავი სანახაობა იყო, 15 წუთი მოედანზე უბრალოდ ფეხით დადიოდნენ. არასდროს მინახავს იუნაიტედი ასე სეირნობდეს.
კერიკმა თქვა, რომ მოთამაშეთა ენერგიით კმაყოფილია, თუმცა მან მათი დაცვა უნდა შეწყვიტოს. მესმის, რატომაც იცავს - ეს ლოიალობაა, თუმცა გუნდს დაცვითი გადატვირთვა სჭირდება, რადგან მოედანზე ძალიან ბევრია ისეთი, ვინც თვლის, რომ შავი სამუშაო არ უნდა შეასრულოს.
ძალიან იშვიათად ვამბობ, რომ გუნდი საკმარისად არ შრომობს, რადგან ეს ყველაზე მკაცრი კრიტიკაა, თუმცა მეორე ტაიმის იმ პირველ 15 წუთში და ზოგადად პირველ 60 წუთში მანჩესტერ იუნაიტედი ბურთის გარეშე აბსოლუტური კოშმარი იყო", - განაცხადა მანიუკუნიანელთა ყოფილმა მცველმა.