იტალიური ფეხბურთის სეზონის ბრწყინვალე დაწყებამ ფროზინონეს 23 წლის ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე ევროპული გრანდების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
ფეხბურთელმა, რომელმაც 6 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, უკვე მინიმუმ 5 კლუბის ინტერესი დაიმსახურა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კვერნაძეს სერია ა-ს წამყვანი გუნდები ნაპოლი, რომა და ფიორენტინა აკვირდებიან. ნაპოლის სკაუტი ქართველი ფეხბურთელის საყურებლად ფროზინონესა და კომოს მატჩსაც კი დაესწრო.
იტალიისა და სერია ა-ს კლუბების გარდა, ახალგაზრდა ქართველი შემტევით პრემიერლიგის კლუბებიც ინტერესდებიან. დასავლური წყაროების ცნობით, ჰალ სიტის შემდეგ საქმეში ლონდონის არსენალიც ჩაერთო და, შესაძლოა, კვერნაძის ტრანსფერზე მუშაობა უკვე მომავალ იანვარშივე აქტიურად დაიწყოს.