პარი სენ-ჟერმენის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლიში თავის ყოფილ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა.
კვარაცხელიამ აღნიშნა:
ოსიმენი საუკეთესოა. საუკეთესო 9 ნომერია, ვისთან ერთადაც მითამაშია. მისი ბურთის კონტროლი, ნახტომის სიმაღლე და სისწრაფე წარმოუდგენელია. უსმანი, შესაძლოა, საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც მითამაშია, მაგრამ უსმანი 9 ნომერი არ არის. ის ცრუ ცხრიანია. კლასიკური 9 ნომერი არ არის, სრულიად განსხვავებული მოთამაშეა. უსმანი წარმოუდგენლად ნიჭიერია, თუმცა ვფიქრობ, რომ ოსიმენი საუკეთესო 9 ნომერია, ვისთან ერთადაც მითამაშია.
ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიში ერთად თამაშობდნენ და 2022/23 წლების სეზონში გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ სერია ა-ს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარნენ.
იმ სეზონში ოსიმენი 26 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.